ბავშვობიდან(ნუ.. ბავშვობიდან რა, დაახლოებით 14–15 წლიდან. შეიძლება უფრო ადრეული პერიოდიდანაც, მაგრამ არ მახსოვს) მე და ნთვარეს ერთი მანია გვჭირს: ვავლებთ პარალელებს ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და ნასწავლ მასალას შორის(მაგალითი იხილეთ აქ ––> წკაპ )… ჩვენი “სინუს–კოსინუსური თეორიაც” ერთ–ერთია ყველა იმ პარალელიდან… ამაზე ლექსიც კი არსებობს, ნთვარის დაწერილი, მაგრამ სიკვდილისთვის ზედმეტად ახალგაზრდა ვარ.
ბევრი არაფერი.. უბრალოდ ხანდახან მინუსში ვართ, ხანდახან პლიუსში… და დავდივართ ასე, ერთი წერტილიდან მეორე წერტილში… სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა :)))))


თუმცა.. აი ახლა დავფიქრდი და.. ცხოვრება ალბათ უფრო ელექტროკარდიოგრამას გავს.. თავისი ნორმალური და პათოლოგიური კბილებით.. ))))

მუსიკა ფონზე: Embrace – Gravity..სპეციალურად არ ჩამირთავს.. ფლეილისტს მოყვა..

About these ads