მას შემდეგ რაც, მე–9 კლასში მასწავლეს რომ გული შედგება 4 ნაწილისგან, აქვს პარკუჭები, წინაგულები და მათ შორის სარქველები და რომ საერთოდ, მისი ფუნქცია და ერთადერთი საქმიანობა(ნატრიურეზულ ფაქტორს თუ არ ჩავთვლით) სისხლის ორგანიზმში გადატუმბვაა, მივხვდი რომ გამოთქმები “გულქვა”, “გულით მიყვარს”, “გულის კარი გაუღო”(ეს უკანასკნელი განსაკუთრებით), მხატვრულია და რეალურად, ის უსიამოვნო თუ პირიქით სასიამოვნო შეგრძნებები, რომლებსაც გულის არეში ვგრძნობთ ტვინიდან მოდის. ასე რომ ერთი ძველი ებრაელის–სოლომონისა არ იყოს, ყველაფერი აქაა :თითით შუბლზე რომ უთითებს ის სმაილი:
ყოველთვის მაკვირვებდა ისეთი ადამიანები რომლებიც იძახიან, რომ:
– ვერასოდეს გადაიყვარებს
_ მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანია(იმ დროს როდესაც რეალურად არაფერი ცუდი მის გარშემო არ ხდება)
– სიყვარული არ არსებობს
– ბედნიერება არ არსებობს
– ცხოვრება თეატრია/თამაშია და ა.შ.
ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ერთი დასკვნა გამოვიტანე: ყველაფერი ისე არის, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩვენ გვინდა(შეიძლება რეალურად არ გვინდა, მაგრამ როდესაც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად განვაწყობთ ჩვენს თავს რაღაცის მიმართ, მასე გამოდის). თუ შენ გჯერა რომ სიყვარული არ არსებობს, დიდი შანსი გაქვს რომ არასოდეს არავინ შეგიყვარდეს. ან შეგიყვარდეს, მაგრამ “სიყვარული ხომ არ არსებობს” და ამიტომ შენ არც დაფიქრდე იმაზე თუ რა იყო ეს. არასოდეს გადაგიყვარდება: აქ უფრო მარტივადაა საქმე.. დღე და ღამე თუ აფანატებ ადამიანზე, რომელმაც 200 წლის წინ მიგატოვა, მუდამ იფიქრებ იმაზე, თუ როგორი იდიოტი ხარ და როგორი ადამიანი გაუშვი… მასეც დარჩები. თუ დღენიადაგ ჩასჩიჩინებ შენს თავს, რომ უბედური ხარ.. იქნები! ყველაფერი ჩვენი ტვინიდან იწყება და ყველაფერი “ჩვენი თავითაო” მოგვდის. ასე რომ… ყველაზე მარტივი რეცეპტი ბედნიერებისკენ ჩემი აზრით არის..
თუ გინდა იყო ბედნიერი, იყავი
მერე რა, რომ ვიღაც მდედრს/მამრს არ შეუყვარდი, მერე რა, რომ ავტობუსს ვერ მიუსწარი და კიდევ 15 წუთი უნდა ელოდო. მერე რა რომ ცხელა და ძლივს სუნთქავ.. თუკი ხარ ცოცხალი, ჯანმრთელი ყველა კიდური და ორგანო ადგილზე გაქვს, გყავს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და შენც გიყვარს ე.ი. გლობალურად, ყველაფერი კარგადაა..ნუ იდღნამ ტვინს და ყველაფერი კარგად იქნება.
Free your mind
ჭეშმარიტებას ჰღაღადებ :დ ყველაფერში გეთანხმები. მასე მოლაპარაკეებს მინდა ხოლმე ერთი წავუტყლაშუნო და გავაღვიძო :დ
მიცდია. არ შველის.
მერე რა არის იცი, მსხვერპლის სინდრომი ხოაზრზე ხარ. მაგაზე კომფორტული რამ დედამიწაზე არარსებობს.
ოო რა საშინელებაა ცხოვრება, ოო რა ცუდად ვარ, ოო როგორ არ ვუყვარვარ – და შეგიძლია უკუნითი უკუნისამდე შეიცოდო საკუთარი Tავი და აირიდო თავიდან პასუხისმგებლობა ძღრენულად მოწყობილი ცხოვრებისთვის
lol
da ustami etoi jenshini glagolit istinaoo
asea ara? l;d
Pingback: Losers « Dream is Destiny
prailna
აი ამის შანსი არაა
თეორიულიც კი
მომეწონა პოსტი
მეტი შენნაირად მოაზროვნე ჭირდება საქაღთველოს
ასიანს ბაზრობ ძიასო და მთლად ასიანსაც არა. ყველაფერში 100%იანი, 12მეგაპიქსელიანი და 1200dpi-ანი ხარ, ორი რამის გარდა:
1. – ცხოვრება თეატრია/თამაშია და ა.შ.
არი თამაში ცხოვრება და ჰა. ერთი ძალიან დიდი პროცესუალური თამაშია (ნუ პროსესი ქვია თამაშებს რომლებიც… აი ნუ… მაგალითისთვის პოკერი ავიღოთ და მიხვდები). ხარ შენ (როგორც მოთამაშე), გაქვს სიტუაცია (ანუ ხელში ან გაქვს კარგი კარტი ან არა და ეს შენზე არაა დამოკიდებული) და ეთამაშები ყოველთვის სხვა შენნაირ მოთამაშეს. ამ ცხოვრების მუღამი, ისევე როგორც პოკერის, არის ის, რომ აუცილებელი არაა კარგი კარტი გეჭიროს, რომ მოიგო. პოკერისაგან განსხვავებით ცხოვრებაში კარტის ჩაწყობა არ ხდება (გლობალურად ვამბობ, თორე ლოკალურ სიტუაციებში ხშირად ხდება) და ეგ თამაშის მინუსია. სამაგიეროდ აქვს ერთი პლიუსი, შეგიძლია დაიმსახურო, რომ კარგი კარტი მოგივიდეს და, პლიუს ამას, ყველას ერთნაირი შანსი აქვს, რომ კარგი კარტი მოუვიდეს, უბრალოდ ყველას ერთად ვერ მოუვა (აქედან გამომდინარე სოციალიზმი და სოციალისტური იდეები არი სლეობა). ნუ მაგაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება.
2. ყველაფერი ისე არის, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩვენ გვინდა
თვითჩაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს ძიასო, უზომოდ დიდი, მაგრამ მაინც არ არი ყველაფერი ეგრე როგორც ჩვენ გვინდა. ძალიან უნდა ზოგს (რომელსაც არასოდეს უცდია საკუთარი თავისთვის უბედურის იარლიყის აკერება) კარგად იყოს და ცდილობს კიდეც, მაგრამ არ გამოსდის. რა ქნას ეხლა, რო დაიწყოს ყვირილი, ზუსტად ისე ვარ როგორც მინდაო და გარედანაც კი ჩანდეს რო კარგად არ არის, ხო იტყვიან, ე ბალღსა შიგა აქ, რა ამღერებსო.
ბედნიერებისთვის მარტივი რეცეპტი არ არსებობს ძიასო, მე ეგრე დავასკვენი. თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი ყველაზე ბედნიერი იყოს. ამასთან ადამიანი დიდი უძღები რამეა. მეტი და მეტი უნდა და ვერასოდეს კმაყოფილდება. ყველაზე კაი ვარიანტი მაინც იმის გაცნობიერებაა ჭკვიანი ადამიანის მხრიდან, რომ ბედნიერებისთვის ბევრი არაა საჭირო, მაგრამ ამასაც თავის მინუსი აქვს. ხო იცი, надо целится выше цели чтоб попасть в цель. გარჯა უნდა ბედნიერების მიღწევას და შრომა და ისე კი ვაი-ვუშით არ მოდის. ტრაკს თუ გაანძრევს კაცი, თავისთავად მეტი შანსი აქვს, რო ბედნიერი იყოს.
@ betxovena,
) რა ვიცი, არასოდეს მითამაშია პოკერი, საერთოდ კარტი არ მევასება
და თამაშიც უფრო თეატრის მხრივ მქონდა ნათქვამი. ძალიან ბევრი ადამიანი მყავს ნანახი, რომელიც დარწმუნებულია, რომ გარშემო ყველა “თამაშობს” და თვითონაც უნდა “ითამაშოს” და რომ.. ბლა–ბლა–ბლა ბევრი “სლეობა”
ამაზეც ძალიან ბევრის წერა შეიძლება 
:იეს: მაგრამ ხანდახან ადამიანს ბედნიერებამდე მართლა მარტო ის აკლია რომ შეუშვას თავში რომ პრინციპში არაფერიც არ აკლია ბედნიერებისთვის
1. ნუ თამაშს რაც შეეხება, ისევე მმმ.. ინდივიდუალური აღქმის ამბავია
2. სიტუაციები ბევრნაირი არსებობს
1. მენდე ძიასო, თამაშია. ირგვლივაც ყველა თამაშობს და შენც თამაშობ. აბსოლუტურად ყველა დებს ფსონს და ყველას უჭირავს კარტი.
2. ხანდახან ყველაფერი ხდება ძიასო. ეგ იშვიათი შემთხვევაა, როცა ადამიანს ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს და არ უნდა თავში შეუშვას რომ ბედნიერია. შუშანიკის სინდრომი ქვია მაგას.
მოკლეთა დაიკიდე :*
1. არ გენდობი ძია
იმიტომა რომა, ეგა შენი ხედვაა, მე ჩემი მაქვს და საერთოდ კარტზე არ იყო მანდ ლაპარაკი : P
)))) ნუ ახლა, ადამიანი თუ მართლა თრაქშია, მაგას მარტო “ფრი იორ მაინდ”–ი არ უშველის, კაკ რაზ “შუშანიკებზე” მაქვს ლაპარაკი
2.
კარქი მაგრამა ყველა შუშანიკი ხო არ არის ვინც ცუდად არის და ყველას მაგ სინდრომისგან განკურნება ხო არ უშველის ძიასო
12. ძია, სჭედამ
)))
მაგას ვამბობ რომ ყველა მასე არაა, მაგრამ ვინც არის იმათზეა ლაპარაკი
აი თემფორარილი გივ აფ ანქლ’ზ, პრიფერ თუ თეიქ ე თაიმ აუთ