მას შემდეგ რაც, მე–9 კლასში მასწავლეს რომ გული შედგება 4 ნაწილისგან, აქვს პარკუჭები, წინაგულები და მათ შორის სარქველები და რომ საერთოდ, მისი ფუნქცია და ერთადერთი საქმიანობა(ნატრიურეზულ ფაქტორს თუ არ ჩავთვლით) სისხლის ორგანიზმში გადატუმბვაა, მივხვდი რომ გამოთქმები “გულქვა”, “გულით მიყვარს”, “გულის კარი გაუღო”(ეს უკანასკნელი განსაკუთრებით), მხატვრულია და რეალურად, ის უსიამოვნო თუ პირიქით სასიამოვნო შეგრძნებები, რომლებსაც გულის არეში ვგრძნობთ ტვინიდან მოდის. ასე რომ ერთი ძველი ებრაელის–სოლომონისა არ იყოს, ყველაფერი აქაა :თითით შუბლზე რომ უთითებს ის სმაილი:
ყოველთვის მაკვირვებდა ისეთი ადამიანები რომლებიც იძახიან, რომ:
– ვერასოდეს გადაიყვარებს
_ მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანია(იმ დროს როდესაც რეალურად არაფერი ცუდი მის გარშემო არ ხდება)
– სიყვარული არ არსებობს
– ბედნიერება არ არსებობს
– ცხოვრება თეატრია/თამაშია და ა.შ.
ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ერთი დასკვნა გამოვიტანე: ყველაფერი ისე არის, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩვენ გვინდა(შეიძლება რეალურად არ გვინდა, მაგრამ როდესაც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად განვაწყობთ ჩვენს თავს რაღაცის მიმართ, მასე გამოდის). თუ შენ გჯერა რომ სიყვარული არ არსებობს, დიდი შანსი გაქვს რომ არასოდეს არავინ შეგიყვარდეს. ან შეგიყვარდეს, მაგრამ “სიყვარული ხომ არ არსებობს” და ამიტომ შენ არც დაფიქრდე იმაზე თუ რა იყო ეს. არასოდეს გადაგიყვარდება: აქ უფრო მარტივადაა საქმე.. დღე და ღამე თუ აფანატებ ადამიანზე, რომელმაც 200 წლის წინ მიგატოვა, მუდამ იფიქრებ იმაზე, თუ როგორი იდიოტი ხარ და როგორი ადამიანი გაუშვი… მასეც დარჩები. თუ დღენიადაგ ჩასჩიჩინებ შენს თავს, რომ უბედური ხარ.. იქნები! ყველაფერი ჩვენი ტვინიდან იწყება და ყველაფერი “ჩვენი თავითაო” მოგვდის. ასე რომ… ყველაზე მარტივი რეცეპტი ბედნიერებისკენ ჩემი აზრით არის..
თუ გინდა იყო ბედნიერი, იყავი
მერე რა, რომ ვიღაც მდედრს/მამრს არ შეუყვარდი, მერე რა, რომ ავტობუსს ვერ მიუსწარი და კიდევ 15 წუთი უნდა ელოდო. მერე რა რომ ცხელა და ძლივს სუნთქავ.. თუკი ხარ ცოცხალი, ჯანმრთელი ყველა კიდური და ორგანო ადგილზე გაქვს, გყავს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და შენც გიყვარს ე.ი. გლობალურად, ყველაფერი კარგადაა..ნუ იდღნამ ტვინს და ყველაფერი კარგად იქნება.
Free your mind